ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა და Delta Air Lines-მა, ეკიპაჟის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ათობით რეისი გააუქმეს.
Reuters-ის ინფორმაციით, United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი – 90 ავიარეისი გააუქმა.
”“ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება,“- აღნიშნულია United Airlines-ის განცხადებაში.
„Delta“-ში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.“