ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით “ომიკრონით” ინფიცირება მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ ახასიათებს სწრაფი გავრცელების უნარი და ის იანვრის მეორე ნახევრიდან, შესაძლოა, საქართველოში დომინანტური გახდეს.
კულუმბეგოვის თქმით, შესაძლოა “ომიკრონის” შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
“ინფექციის მიმდინარეობა ნამდვილად შესუსტებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ლეტალობა არ აქვს და მძიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. თუ ვირუსმა შემდგომ პერიოდში რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ის იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, პლანეტაზე ყველას იმუნიტეტი ექნება”,- განაცხადა კულუმბეგოვმა.