24.11.2024

სოზარ სუბარი – განვლილმა ორმა წელმა აჩვენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ​ის არაეფექტურობა

განვლილმა ორმა წელმა აჩვენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ​ის არაეფექტურობა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპონენტების შეფასებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ხელისუფლების მხრიდან ლონდა თოლორაიას დასჯაა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არ მოვერიდები ამ სიტყვას, თავიდანვე მახინჯი სისტემა იყო. რამდნეიმე ადამიანი ვეწინააღმდეგებოდით კატეგორიულად და ვეწინააღმდეგებოდით არა მხოლოდ ამ შეერთებას, არამედ იმასაც, რასაც ითხოვდნენ. ზოგადად, ასეთი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, როდესაც ქვეყანაში გაქვს კონსტიტუციურად ყველზე მეტად დამოუკიდებელი პროკურატურა. განვლილმა ორმა წელმა აჩვენა ამის არაეფექტურობაც. ვერ ნახავთ ვერცერთ ადამიანს, რომელიც წარდგენილი იქნა სასამართლოს წინაშე და ბრალი წაეყენა ამ უწყების მიერ. არადა, მე როგორც ვიცი 200-მდე ადამიანი მუშაობს და თანხებიც იხარჯება და ამ ხნის განმავლობაში დიდი ეფექტურობა ვერ გამოავლინა“, – განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img