26.11.2024

ლონდა თოლორაია – ტროლებისა და ბოტების ქარხანა ამუშავდა, ჩანს, არც წითელი ხაზების კვეთას აქვს საზღვარი

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ ტროლებისა და ბოტების “ქარხანა” ამუშავდა.

“სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს “ქარხანა” აქტიურად ამუშავდა.

წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს, არც ამას აქვს. ვწუხვარ.” – წერს თოლორაია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img