26.11.2024

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 88 ხმით პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა.

კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.

შალვა პაპუაშვილი მმართველმა გუნდმა კახა კუჭავას შემცვლელად წარადგინა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img