60-იოდე პარლამენტარმა ტრიბუნა რომ გამოიყენოს, შეკითხვა დასვას, მოსაზრება გამოთქვას მათემატიკის ამბავია, ვერ გაიტანდა კენჭისყრაზე “ოცნება” კანონპროექტს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს .
“ამ წინასაახალწლოდ “ოცნებას” რომ ინსპექტორის გაუქმების გეგმა ჩაეშალოს, ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას. 60-იოდე პარლამენტარმა ტრიბუნა რომ გამოიყენოს, შეკითხვა დასვას, მოსაზრება გამოთქვას მათემატიკის ამბავია, ვერ გაიტანდა კენჭისყრაზე “ოცნება” კანონპროექტს.
მაგრამ ოპოზიციის ნაწილს, როგორც ყოველთვის, როგორც ჩანს ასეთი საკითხები არ აინტერესებთ, ინდივიდუალური ქვეყნის საჭიროებისგან დაცლილი დღის წესრიგი აქვთ.
არადა იშვიათად მიეცემათ ხოლმე ასეთი შანსი, მაგრამ რაც უფრო ცუდად იქნება საქმე უკეთესია პრინციპით მოქმედებენ მხოლოდ”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.