25.11.2024

ამირან გამყრელიძე – 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იქნება.

გამყრელიძე ამბობს, რომ ის ემხრობა გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას, თუმცა პრემიერის გარდა ეს მოსახლეობის უმრავლესობასაც არ სურს, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხადჰყოფს.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არასაკმარისი კომუნიკაციის შედეგია და საჭირო იყო უფრო აქტიური და აგრესიული კამპანიის ჩატარება. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა ადამიანების თვითშეგნებასა და აცრის მნიშვნელობის გააზრებაშიცაა.

„როცა მიზეზებზე მეკითხებიან, რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი – ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img