28.11.2024

ივანე ჩხაიძე – „ომიკრონით“ გამოწვეული მეექვსე ტალღა წინა ტალღებთან შედარებით უფრო მაღალი იქნება

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონი“ პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2-4 კვირაში აღწევს პიკს. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოს იყო პირველი შემთხვევა, პიკი მოსალოდნელია სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის, – ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. იმუნიზაციის საბჭოს წევრის თქმით, მიმდინარე კვირის კოვიდ სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ „დელტათი“ გამოწვეული ინფიცირების მეხუთე ტალღა სტაბილურად მცირდება და თუ კვირის ბოლომდე შემთხვევების მატება დაფიქსირდება, ეს „ომიკრონის“ გავრცელებით იქნება გამოწვეული.

„რამდენად მაღალი იქნება შემთხვევების რაოდენობა რთული სათქმელია, მაგრამ მინდა სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ და ვნახავთ, რომ ორჯერ-სამჯერ, დანიის შემთხვევაში კი ხუთჯერ მეტი იყო „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი ადრე არსებულ პიკთან შედარებით. საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს ციფრი შეიძლება 12-დან 20 ათასამდე ფარგლებშიც მერყეობდეს. თუმცა, ეს გარკვეულწილად პროგნოზია და რთული სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ იმის მოლოდინი, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული მეექვსე ტალღა წინა ტალღებთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, ნამდვილად უფრო რეალური ჩანს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს

საქართველოს მთავარობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. ასევე, საქართველო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ეს განცხადება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img