24.11.2024

გიორგი გახარიას პარტია სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.

“როდესაც ქართული ოცნება ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობდა, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასულდგმულებენ. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს”.- ამბობს ბუჩუკური. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img