24.11.2024

ილონ მასკი მოსახლეობის მარსზე გადაყვანას რამდენიმე წელში გეგმავს

Tesla-ს დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი Lex Friedman-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი კომპანია SpaceX მარსზე ადამიანებს რამდენიმე წელიწადში, დაახლოებით 5-10 წელიწადში გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Gizchina ავრცელებს.

გამოცემის ცნობით მარსის სწრაფი კოლონიზაციის გეგმა გაუქმებულია, რადგან ილონ მასკი დარწმუნებული აღარ არის, რომ ხალხის წითელ პლანეტაზე გადაყვანას ხუთ წელიწადში დაასრულებს. მანამდე იგი გეგმავდა, რომ მარსის კოლონიზაცია მაქსიმუმ ხუთ წელიწადში დაესრულებინა.

საუკეთესო შემთხვევაში მარსზე პირველ ჩასვლას, დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება, უარეს შემთხვევაში – ათი წელი“, – აცხადებს მასკი. ამასთან, მილიარდერი მარსის კოლონიზაციაზე არ საუბრობს და უბრალოდ დაჯდომას ან კვლევით მისიას გულისხმობს.

მასკმა ისაუბრა, რომ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი სარაკეტო ტექნოლოგიაა და ქმნის სრულიად ახალ რაკეტას.

„ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ რაკეტას. ვგულისხმობ Starship-ს – ეს არის ყველაზე დახვეწილი რაკეტა, რაც კი ოდესმე შექმნილა”, – აცხადებს იგი.

SpaceX რეგულარულად გზავნის ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, Starship-მა კი NASA-სთან უკვე გააფორმა მომგებიანი შეთანხმება, რომელიც სააგენტოს ასტრონავტების მთვარეზე აყვანას მოიაზრებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img