24.11.2024

გია ხუხაშვილი – სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს

სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც უამრავი სხვა პრობლემაა – ცოტა ხნით დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა  „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და მისი მექანიზმების შექმნა იქმნებოდა.

„ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და სისტემურ ხასიათს ატარებს. მაგრამ, თუ ერთ ინსტიტუტში ერთი პარტია არ შევა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და დიდი იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. ეს პროტესტის შედეგის მიღწევას ხელს უშლის. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ომში და ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ თოფით გაისვრით და უარს იტყვით ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე – ამას ეძახით სწორს, ეს ხომ სისულელე გამოვა. არცერთ ინსტრუმენტზე და ინსტიტუციურ შესაძლებლობაზე უარი არ უნდა ითქვას. რაც შეეხება სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმდენი თემაა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რაზეც ოპოზიციამ ვერა და ვერ მოახერხა კომისიის შექმნა. გასაგებია, რომ სააკაშვილის თემა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ის სამყაროს ცენტრი არაა, რომ მის ირგვლივ ტრიალებდეს ყველაფერი. სამომავლოდ, სააკაშვილის მიმართ შეიძლება შესწავლილი იყოს მართლმსაჯულების განხორციელების სამართლიანობა. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი, სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა და ამის მექანიზმების შექმნა იქმნებოდა. სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც ამის გარდა უამრავი სხვა პრობლემაა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა პოლიტიკური პროცესი – სააკაშვილს დილით წნევას ვუზომავთ, საღამოს – ტემპერატურას. იყოს ეს თემა, მაგრამ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ყველამ, უნდა იცოდეს, რომ ხალხს შია, სწყურია, პანდემიით კვდებიან ადამიანები, ტოტალური მოსმენაა, კატასტროფული ინფლაციური პროცესები მიდის. ეს პრობლემებია და არანაკლებ მნიშვნელოვანი. დიდი ბოდიში და დღეში 60 ადამიანი რომ იღუპება, სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ადამიანების სიცოცხლე არაფრად ღირს? კი, ბატონო, ვიმსჯელოთ მის თემაზეც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომლებიც თავისი მასშტაბებით ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების საკითხს სცილდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img