საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის მიმართულებით რეისები კვლავ დაფრინავს და არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად არ გაუქმებულა.
ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: +7 (717) 224-32-58
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.