ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრს, ბექა ვარდოსანიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ვარდოსანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
ჯარიმა ბექა ვარდოსანიძეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის დაეკისრა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის უჩივის.