23.11.2024

ესპანეთი კორონავირუსის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას გეგმავს

ესპანეთი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო, ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიკვდილიანობა დღეს კორონა ვირუსის გავრცელების დაწყებასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. ასევე, „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო იყო და დასძინა, რომ მათ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ.

“კორონავირუსმა მიაღწია ევოლუციის იმ დონეს, როცა მისი სხვა პარამეტრებით გაზომვა შეგვიძლია”. – აღნიშნავს სანჩესი. 

ჯანდაცვის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ გრიპის მონიტორინგის სისტემის კორონავირუსზე ადაპტაციაზე. ახალი სისტემის მიხედვით, დადასტურებულ შემთხვევებს აღარ დაითვლიან და ადამიანები სიმპტომების გარეშე აღარ გაიტესტებიან. ვირუსის მონიტორინგი კი ისე განხორციელდება, როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში.

სიტუაციის მონიტორინგისთვის შეიქმნება ჯანდაცვის მუშაკთა ჯგუფი პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან და საავადმყოფოებიდან, რომელთა მიზანი იქნება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვება. აღნიშნული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ იმის დადგენაში, თუ როგორ და რა ტემპით ვრცელდება დაავადება. 

სტრატეგია 2020 წლის ზაფხულიდან მუშავდება და საბოლოო ფაზაში ახლა გადადის.  

ესპანეთის ხუთმა რეგიონმა თავის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში საპილოტე პროგრამების ამოქმედება დაიწყო, ცხრამ კი დანერგა ისინი საავადმყოფოებში.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, რომ მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img