23.11.2024

ბადრი ჯაფარიძე – ბრძოლა გრძელდება, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, – ასე შეაფასა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

„ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.

ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img