23.11.2024

ვატო წერეთელი – პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი და ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული საქმე იყო, რომელიც დღეს პროკურატურას თავზე ჩამოემხო.

„პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე. პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. 3 წელი რატომ გვატარეს? და 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოში? პროკურატურას თავიდან ბოლომდე თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

წერეთელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს არ დააპატიმრებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან ისინი არც იმ თაღლითობის მუხლს ეთანხმებიან, რაზეც გადაკვალიფიცირდა საქმე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img