22.11.2024

პროკურორი – გავეცნობით განაჩენს და გასაჩივრების ნაწილში გადაწყვეტილებას მივიღებთ

სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ, – ასე აფასებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს. მისი განმარტებით, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოსგან განაჩენის სრულყოფილი დასაბუთება ჩაბარდებათ.

„სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი და ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას. სამივე ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში, სასამართლომ სხვა კვალიფიკაცია მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, გავეცნობით განაჩენს და ამის შემდეგ გავასაჩივრებთ. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის ეს დადასტურდა, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ”, – აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img