22.11.2024

ნიკა სიმონიშვილი ხაზარაძის საქმეზე – სამართლებრივი ხრიკით პროკურატურამ მიიღო სასურველი შედეგი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ მოძებნა სამართლებრივი ხრიკი – კანონის უკუღმართი ჩანაწერების გამო, პოლიტიკური ოპონენტისთვის დამნაშავე დაერქმია ისეთი საქმის გამო, რომელზეც, სწორი კვალიფიკაციით, გამოძიებაც ვერ დაიწყებოდა ხანდაზმულობის გამო.

მისი თქმით, „პროკურატურამ და ხელისუფლებამ მონახა შემოვლითი გზა, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეწოდებინა დამნაშავე იმ პირობებში, როცა ამ ქმედებაზე გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო“.

“პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები პირდაპირ შეგვიძლია დავინახოთ ხაზარაძის, წერეთლისა და ჯაფარიძის საქმეში. პროკურატურამ თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება, რადგან სწორი კვალიფიკაციით გამოძიებასაც კი ვერ დაიწყებდა ხანდაზმულობის გამო, ამ შემთხვევაში კი ბრალდებულებისთვის დამნაშავეების დარქმევის შესაძლებლობა მიეცათ, კანონის უკუღმართი ჩანაწერების გამო.მეორე საკითხი არის სასამართლო პროცესების პირდაპირ მიბმა პოლიტიკურ პროცესებზე.

საქმის განხილვა თავდაპირველად ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო და კვირაში 2-3 პროცესი ტარდებოდა ხოლმე, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ეს პროცესები შეჩერდა და გასულ წელს წინასაარჩევნოდ განახლდა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის დამნაშავეები ეძახათ.

საბოლოოდ, მივიღეთ შედეგი, რომელსაც თავიდანვე ველოდით, კლანმა გადაწყვეტილება თავისი “საუკეთესო ტრადიციებით” მიიღო – ხელისუფლებას ასიამოვნა და პოლიტიკურ ოპონენტს დამნაშავეს დაარქმევინებს, ხოლო მის რეპუტაციას გაანადგურებს და ბრალდებულებს კი ციხეში წასვლა არ მოუწევთ.ახლა საქმე აპელაციაში გაგრძელდება და დაიწყება ახალი ტალღა ამ პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად.” – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img