ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის აკაკი ზოიძის თქმით, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით.
“პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რადგან ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იქნება მაღალი, ყოველ შემთხვევაში პიკურ პერიოდში.
თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ და ეს 2 თვე კრიტიკული იქნება. დამაიდებელი ის არის, რომ ძალიან სრაფად ვრცელდება „ომიკრონი“, „წითელას“ დონის ინფექციურობა ახასიათებს. 3-დან 5-მდე მერყეობს რეპროდუქციის ინდექსი, ყოველ 3 დღეში შემთხვევები ორმაგდება“, – განაცხადა ზოიძემ “ქრონიკასთან”.