25.11.2024

პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩაფრინდა და სასამართლოში მივიდა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა. მისი თვითმფრინავი ვარშავიდან კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. 

კიევის საერთაშორისო აეროპორტთან პოროშენკოს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, მათ პოროშენკო სიტყვით მიმართავს. ვარშავიდან კიევში დაბრუნებამდე, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში, უკრაინისთვის საბრძოლველად ბრუნდება და არა ზელენსკისთან დასაპირისპირებლად.

ცოტა ხნის წინ, პეტრო პოროშენკო პეჩერსკის სასამართლოში მივიდა. მედიის ინფორმაციით, სასამართლო სახელმწიფო ღალატის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

სასამართლოს შენობასთან პოროშენკოს მხარდამჭერები იკრიბებიან, შენობას სამართალდამცავები გაძლიერებულად იცავენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img