24.11.2024

დღეს კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 31 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.26%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა – 801, იმერეთი – 792, ქვემო ქართლი – 285, შიდა ქართლი – 380, გურია – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი – 171, სამცხე-ჯავახეთი – 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img