ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეულ ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
„სიტუაცია საყურადღებოა და ეს დაკავშირებულია „ომიკრონთან“. რისკები იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები მკაცრად დავიცვათ და ვაქცინაცია უფრო აქტიური გახდეს. არის იმის ალბათობა, რომ პიკზე შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი დღიური შემთხვევა გვქონდეს, რაც საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცავალა 31 პაციენტი.