22.11.2024

ენტონი ბლინკენი – აშშ და ბრიტანეთი გადავიდნენ რუსეთის შეკავების იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ყველაზე მეტად ესმის რუსეთს და ეს არის ძალის პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ და ბრიტანეთი გადავიდნენ რუსეთის შეკავების იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ყველაზე მეტად ესმის რუსეთს და ეს არის ძალის პოლიტიკა.

,,ჩვენ გვყავს ერთი ქვეყანა, რუსეთი, რომელიც თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ უბრალოდ ძალით შეუძლია მეზობლების საზღვრების შეცვლა; აჩვენებს, რომ მას შეუძლია მეზობლების ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მათი გადაწყვეტილებები.

ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ნორმალურია გქონდეს გავლენის სფეროები, რომლებშიც მას შეუძლია სხვა ქვეყნები დაუმორჩილოს თავის ნებას. თუ დაუსჯელად დავტოვებთ დღეს ჩვენ რუსეთს, ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს – და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას“.

ბლინკენის თქმით, “თუ დღეს რუსეთი დარჩება დაუსჯელი, მაშინ მსოფლიოს სხვა ავტოკრატიული ქვეყნებიც, იტყვიან: „ჩვენც ასე მოვიქცევით“ და ეს იქნება კონფლიქტების რეცეპტი, ქაოსის რეცეპტი, ადამიანური ტანჯვის რეცეპტი და რაც მთავარია დემოკრატიის ძირის დარღვევის რეცეპტი, – ამას კი ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს” – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

წყარო: Warld Military

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img