25.11.2024

ზელენსკი უკრაინელებს მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო ინტერვენციის გამო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკაში არ ჩავარდნენ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გამო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აგრესორი სახელმწიფო მოსახლეობაში მიზანმიმართულად თესავს პანიკას, რათა წინააღმდეგობა შეასუსტოს და ინვესტორები განდევნოს.

„რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარ ძალებსა და არმიაში რწმენა.

„პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img