„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას – მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში შინაპატიმრობის სახით გააგრძელოს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა მოუწევს საპატიმროში – როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან.
„მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება ეს ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან ან რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მოძღვარი მელი“ და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სუბარმა.