წალენჯიხის საკრებულომ ხუთი წარუმატებული ცდის შემდეგ, თავმჯდომარე აირჩია. საკრებულოს პარტია საქართველოსთვის წევრი, კორნელი სალია უხელმძღვანელებს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.
სალიას არჩევის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ კონსტრუქციული მიშაობის პირობა დადო. მომდევნო სხდომა 25 იანვარს გაიმართება, სადაც კომისის წევრები აირჩევიან.