„მე სრულიად მკაფიოდ ვესაუბრე პუტინს. მისი მხრიდან არავითარი გაუგებრობა არ არის. თუკი უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ნურავის ექნება ეჭვი იმაში, რომ თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ არსებობს კიბერთავდასხმის ან სამხედრო ქმედებების ალბათობა რუსეთის მხრიდან, რაც კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს აშშ-ის და მისი მოკავშირეებისგან.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დილით თქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერისა და მზადყოფნის იმედი აქვს და ამის უფლება გააჩნია“,- აღნიშნა ბაიდენმა.