25.11.2024

სერგეი ლავროვი – ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის უკრაინის საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს.

„დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხზე დაყვანას. უკრაინასთან დაკავშირებით, ბლინკენმა დაადასტურა ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა მათი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ ხელშეკრულების განხორციელებას,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ენტონი ბლინკენს სთხოვა, უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და აიძულოს ის, მინსკის შეთანხმებები შეასრულოს.

”მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდე, თავისი გადამწყვეტი გავლენა გამოიყენოს კიევის რეჟიმზე, რათა აიძულოს ის, გონს მოეგოს და შეწყვიტოს ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საბოტაჟი”, – აღნიშნა ლავროვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img