25.11.2024

შალვა პაპუაშვილი – მინდა უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადო, მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა. 

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა, ომის არდაშვება არა მხოლოდ უკრაინიის, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში უნდა იყოს. 

“მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად ეს არის როგორც უკრაინის ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში. მნიშვნელოვანია და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ ამ კომუნიკაციის შესაბამისად”, – თქვა პაპუაშვილმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img