როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტები ვართ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს:
“შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან, დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9−12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ:
– არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
– მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
– მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
– კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.
თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:
– გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
– ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
– კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტისშეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!