22.11.2024

კვლევა – „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კორონავირუსის ვარიანტები

კვლევამ, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს აჩვენა, რომ კორონავირუსის შტამს „ომიკრონს“ შეუძლია უფრო დიდხანს გაძლოს ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე, ვიდრე კორონავირუსის სხვა ადრინდელ ვარიანტებს.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის და კანის ზედაპირებზე, ალფა, ბეტა, დელტა და „ომიკრონის“ ვარიანტებმა აჩვენეს ორჯერ მეტი გადარჩენის დრო, ვიდრე ვუჰანის შტამმა და ინარჩუნებდნენ ინფექციურობას კანის ზედაპირებზე 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აცხადებენ მკვლევარები.

პლასტმასის ზედაპირებზე, ორიგინალური შტამისა და “ალფა”, “ბეტა”, “გამა” და “დელტა” ვარიანტების გადარჩენის საშუალო დრო იყო 56 საათი, 191.3 საათი, 156.6 საათი, 59.3 საათი და 114 საათი.

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია.

„ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ ვარიანტს, აქვს ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სტაბილურობა VOC-ებს შორის,  ეს მაღალი სტაბილურობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საშუალება მისცა „ომიკრონ“ ვარიანტს შეცვალოს დელტას ვარიანტი და სწრაფად გავრცელდეს“, –  აცხადებენ კვლევის ავტორები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img