საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.01%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა,
აჭარა – 1 608,
იმერეთი – 1 907,
ქვემო ქართლი – 727,
შიდა ქართლი – 794,
გურია – 290,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 721,
კახეთი -626,
მცხეთა-მთიანეთი – 376,
სამცხე-ჯავახეთი – 282,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.