გაცნობებთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. 10-ის მიმდებარედ 24 იანვარს, 23:00 საათზე, “თბილისი ენერჯი”, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, 25 იანვრის დილის 8 საათამდე.
„კომპანია ბოდიშს გიხდით მძღოლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია “თბილისი ენერჯის” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.