ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.58%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა – 1 958, იმერეთი – 1 990, ქვემო ქართლი – 831, შიდა ქართლი – 877, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი – 391, სამცხე-ჯავახეთი – 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.