22.11.2024

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის თქმით, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.

„ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „დიახ, მე ამას განვიხილავ.“

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.

“ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის შეიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img