24.09.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – ინფიცირების მაღალი რაოდენობით, პოპულაციურ იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების მაღალი რაოდენობით პოპულაციურ იმუნიტეტს მივიღებთ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ რაოდენობას, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაში ხდება და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს განიხილება კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ერთი და იგივე თამაში სხვადასხვა სახელით: ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მართვის პარალელები და მსგავსება ქართული პოლიტიკის ისტორიაში ორი ყველაზე გამორჩეული პარტია, ქართული ოცნება და ნაციონალური...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img