22.11.2024

გაუქმდება თუ არა მეტრომანები 1-ლი თებერვლიდან?! – თბილისის მერიის განმარტება

თბილისი მერია სამგზავრო ბარათ „მეტრომანთან“ დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბარათი უქმდება, რაც სიცრუეა.

„მეტრომანები არ უქმდება. აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, – აღნიშნავენ მერიაში.

1-ლი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img