24.09.2024
- Advertisement -spot_img

NDI – გამოკითხული მოსახლეობიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კითხვაზე: თქვენი აზრით საქართველოში არის ამჟამად დემოკრატია? – NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არის, 50% ამბობს, რომ არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, 43%-სთვის – მნიშვნელოვანი, 4%-სთვის – უმნიშვნელოა, 1%-სთვის სრულიად უმნიშვნელო.

პასუხი არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა, დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22%-სთვის – არა. ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხოლო 21%-ის მოსაზრებით – არის. გამოკითხული პირების 55%, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა, ხოლო 31%-ის მოსაზრებით – არის. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი არ არის.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის მისაბაძი მაგალითია, 34%-ის აზრით, ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა, ბოლო წლებში არ არის, 25%-ის აზრით – საქართველო არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი, პასუხი არ იცის 18%-მა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, 51%-ის მოსაზრებით – არ მოქმედებს, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ, 31%-ის აზრით – მოქმედებენ, პასუხი არ იცის 15%-მა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მატჩის ჩაწყობა თუ ტაქტიკური ხრიკი? ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი

გუნდი თამაშობდა წაგებაზე? საფრანგეთის მეკარის უცნაური ნაბიჯი სკანდალში გაეხვა. საფრანგეთს ბრალს დებენ თამაშის „ჩაწყობაში“ ხუთკაცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img