ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, ასევე, 32 % თანაბარმნიშვნელოვან პრობლემად ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას ასახელებს.
მოსახლეობის 29%-ის აზრით, ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 16% კი მთავარ გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 13% – პენსიებს, 11-11% – განათლებასა და ხელფასებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 42% – ინფლაციას, 23% კი – სიღარიბეს.
NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.