24.09.2024
- Advertisement -spot_img

NDI – მთავრობის საქმიანობას ცუდად 52% აფასებს, პრემიერის – 35%, პარლამენტის – 46%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.

NDI-ის კვლევით, მოსალეობის 52% მოქმედი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% – კარგად, ხოლო 7%-მა კი არ იცის.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა.

  • პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 35% ცუდად აფასებს;
  • საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად;
  • საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს მოსახლეობის 46%;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% აფასებს ცუდად;

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს.

მოსახლეობის 52% არ ეთანხმება, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 42% კი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანო ეფექტურ ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მატჩის ჩაწყობა თუ ტაქტიკური ხრიკი? ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი

გუნდი თამაშობდა წაგებაზე? საფრანგეთის მეკარის უცნაური ნაბიჯი სკანდალში გაეხვა. საფრანგეთს ბრალს დებენ თამაშის „ჩაწყობაში“ ხუთკაცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img