24.09.2024
- Advertisement -spot_img

NDI – 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არც ერთ პარტიას

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 8%-ის აზრით სხვა პარტია, 41% კი ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 17%-მა კი არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 80% მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშრომლობას. 8% კი არ ეთანხმება.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 34%, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლში ადგილობრივ მოთამაშეებს, თავად პარტიებს ხედავს. 18%-ის აზრით, ესენი შეიძლება იყვნენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. 11% ფიქრობს, რომ ამ პროცესში მოდერატორის როლში საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მატჩის ჩაწყობა თუ ტაქტიკური ხრიკი? ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი

გუნდი თამაშობდა წაგებაზე? საფრანგეთის მეკარის უცნაური ნაბიჯი სკანდალში გაეხვა. საფრანგეთს ბრალს დებენ თამაშის „ჩაწყობაში“ ხუთკაცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img