26.11.2024

თამარ გაბუნია – დღეს არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ მიღწეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი

ომიკრონმა“ შეცვალა თამაშის წესები და არა იმან, რომ სისტემა მოეშვა და უბრალოდ ამოიწურა ემოციური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო მაქსიმალური მობილიზება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით საქართველო არ იმყოფება „ომიკრონის“ გავრცელების პიკში და გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება.

“ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა „ომიკრონის“ ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნური ფენა“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img