23.11.2024

კორონავირუსის შემთხვევების მატება კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება

საქართველოში მხოლოდ ბოლო ორ დრეში კორონავირუსით 35 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებს დამაიმედებელი პროგნოზი არც მომდევნო 2-3 კვირის განავლობაში აქვთ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ საქართველოში “ომიკრონის” შემთხვევების მასშტაბური მატებაა მოსალოდნელი და არ არის გამორიცხული, დღეში 30 ათასს მიაღწიოს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 24%-პროცენტია, რაც რეკორდული მონაცემია პანდემიის დაწყების შემდეგ.

​ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველო მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზეა და მატების პერიოდი კიდევ 3-5 კვირა გაგრძელდება. ეპიდემიოლოგებს ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირა ინფიცირების მაჩვენებლები საკმაოდ გაიზრდება.

“ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო 2 კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.” – ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვაქცინა კვლავ რჩება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი რიგის ინტერვენციად და მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img