ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც მაია ჩხაიძე განმარტავს, კრიტიკულად მძიმეა ორი მოზარდის და ერთი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია 24 პაციენტია მოთავსებული.