25.11.2024

მერიამ ორხევის დასახლებაში სახლები დაანგრია

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. მოქალაქეების თქმით, დემონტაჟის პროცესი 28 იანვრის დილით დაიწყო და მათი ნაწილი გაფრთხილებული არ ყოფილა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია, უსახლკაროებს კი მერია საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს.

“ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიწების დატაცება მოხდეს და შემდეგ უკანონო მშენებლობა. ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ ასეთი, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება და ყოველთვის იქნება. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პრობლემა, ეს არის ჩვენი საარჩევნო დაპირება. ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ამ სტატუსის მქონე ადამიანი გვყავს დედაქალაქში, უკლებლივ ყველა იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მომავალი წლიდან დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება.

[…] სინამდვილეში ეს ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ მიწები რეგიონებში, ფლობენ ბინებს დედაქალაქში და არაერთი ფაქტი ვიხილეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამ ადამიანებს ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით და უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრებლით ძალიან მალე”. – თქვა კახა კალაძემ.

16 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ მერია “მიწების მიტაცებას”, უკანონო მშენებლობებს არ შეეგუებოდა და დემონტაჟი მოხდებოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img