22.09.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – იმედი მაქვს, რუსეთი უკრაინასთან არ გამოიყენებს იმ აგრესიას, რაც ჩვენს მიმართ

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრისას უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედს გამოთქვამს რუსეთი უკრაინის მიმართ არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.

“ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.

დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ ჩემი  სათქმელი არის დღეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპარლამენტო არჩევნების წინ: პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებები და მათი გავლენა საზოგადოებრივ განწყობაზე

ეს დაპირისპირებები და პარტიების აგრესიული რიტორიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img