22.11.2024

შოთა ბურჯანაძე: გამყრელიძე და იმნაძე მხოლოდ სტატისტიკას ითვლიან – მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, გამყრელიძე და იმნაძე მხოლოდ სტატისტიკას ითვლიან – მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ე.წ. მწვანე პასპორტი რეალურად „არაფრის მაქნისია” და გასაუქმებელია.

„სარესტორნო ბიზნესის გაჩერება და დღეს არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შეზღუდვები, რაც დღესდღეობით ფურცელზეა დაწერილი და ასევე ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან” დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით ეკონომიკა ჩერდებ, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, თანამშრომლები კარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალებისა, რომელბიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს.

დღეს, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის სახით, ეს ადამიანები მხოლოდ ფიქცია არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია დღეს ისე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით სტატისტიკით. მხოლოდ სტატისტიკისტები არიან გამყრელიძე და იმნაძე. მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img