24.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ადამიანების რაოდენობა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, აღმავალი ტალღის შემდგომ სტაბილიზაცია 3-4 კვირის შემდეგ შეინიშნება. 

მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა და ჰოსპიტალურ სექტორში საშუალოდ საწოლების 40% თავისუფალია. 

„აღმავალი ტალღის შემდგომ ქვეყნებში სტაბილიზაცია 3-4 კვირის შემდეგ ჩანს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენს ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობის პაციენტები გვყავს, აქტიური შემთხვევები თითქმის 150 ათასია, მაგრამ ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული  ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების თავისუფალია. 

ვფიქრობ, რომ ამ ტალღას ქვეყანა უმკლავდება და შევძლებთ ამ ტალღის გავლას. შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img