ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, გადავა თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე, ხვალ, პირველ თებერვალს გახდება ცნობილი.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რაც შეეხება სკოლების და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანას, ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭო და ამ საკითხს იქ განვიხილავთ, თუ არის ამაზე ეპიდემიოლოგების მხრიდან მოწოდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.