24.11.2024

მაია კაშია – ახლა იმის თქმაც არ შეგვიძლია, რომ მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ჯერ კიდევ წინ არის რთული პერიოდი

ეპიდემიოლოგი მაია კაშიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს აისახება კიდეც ჩვენ ყოველდღიურ კოვიდსტატისტიკაზე.

როგორც ეპიდემიოლოგმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს აღნიშნა, ახლა იმის თქმაც არ არის შესაძლებელი, რომ მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს მიაღწია ქვეყანამ და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წინ არის რთული პერიოდი.

​„რაც საქართველოში პანდემია დაიწყო, ისეთი მაღალი რიცხვები არ ყოფილა, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იმის თქმაც არ შეგვიძლია, რომ მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს მივაღწიეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ წინ არის რთული პერიოდი. დღევანდელი დღე ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ საკმაოდ ახლოს ვართ მეექვსე ტალღის პიკთან. შეიძლება ითქვას, თებერვლის პირველი ნახევარი კიდევ უფრო რთული იქნება და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს ახალი შემთხვევების. დადებითობის მაჩვენებელიც ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ეტაპზეა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის რიცხვისა და ლეტალობის შემთხვევების მატებას“, – განაცხადა მაია კაშიამ “ქრონიკის” ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img